საპროექტო სამუშაოები
საპროექტო სამუშაოები – სამუშაოთა ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები.
საპროექტო სამუშაოების საწყისი მონაცემები
საპროექტო სამუშაოების საწყისი მონაცემებია (დოკუმენტები, ინფორმაცია), რომელიც აუცილებელია საპროექტო სამუშაოების დასაწყებად. მას განეკუთვნება:
ა) მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინფორმაცია);
ბ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული რუკა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500, 1:1000);
გ) მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა (ძირითადი მონაცემები);
დ) ქალაქთ-მშენებლობითი დოკუმენტების, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნები, როდესაც მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოქმედების არეალში;
ე) საჭიროების მიხედვით სხვა მონაცემები (დოკუმენტები, ინფორმაცია) კანონმდებლობის მოთხოვნით ან დამკვეთის გადაწყვეტილების საფუძველზე.