საჟენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჟენი – ძველი რუსული საზომი ერთეული, მოიხსენიება XI საუკუნის დასაწყისიდან. საჟენის ზომა იყო 152 და 176 სმ. ეს იყო სწორი საჟენი, რომელიც განისაზღვრებოდა ადამიანის გაშლილი ხელების სიგრძით (ხელების თითების ბოლოებს შორის მანძილით). არსებობდა ირიბი საჟენიც (ზომით 216 და 248 სმ), რომელიც განისაზღვრებოდა სიგრძით ტერფის ძირიდან დიაგონალურად გაშლილი ხელის თითების ბოლოებამდე იყენებდნენ საქართველოშიც. საზომთა მეტრული სისტემის შემოღების შემდეგ საჟენი აღარ იხმარება.