სარდიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარდიონი

'სარდიონი (სერდოლიკი, სარდონიკი, კარნეოლი) – (ინგლ. carnelian, cornelian < ლათ. sarda < ბერძ. sardios ლიდიის სახელმწიფოს დედაქალაქ (ძვ. წ. VII-VI სს.) სარდისის სახელის მიხედვით), ნახევრადძვირფასი ქვა, ქალცედონის ერთ-ერთი ნაირსახეობა.
სიმკვრივე – 2590-2610 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალის მიხედვით – 6-7.
უხვად შეიცავს რკინას, რომელიც მას მოწითალო ფერს აძლევს. ის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ჰარმონიის ქვად ითვლება. სარდიონი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სანახელავო ქვაა. მისი სახელი 4000 წლის წინანდელ წყაროებშია ნახსენები. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანულ რელიგიაში. სარდიონის ყველაზე დიდი საბადოებია ბრაზილიაში, ურუგვაიში, ინდოეთში, მადაგასკარსა და აშშ-ში. გამოიყენება საიუველირო საქმეში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები