სარევი ემულსიფიკატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარევი ემულსიფიკატორი – ჰერმეტულად დახურული სარევი სამშენებლო პასტებისა და საყოფაცხოვრებო კრემების დასამზადებლად. მექანიკური ნაწილი შედგება ერთ ღერძზე განლაგებული, სხვადასხვა სიჩქარით მბრუნავი, ორი ფრთისგან, რომლებიც მოცულობაში ქმნიან ცენტრიდანულ ნაკადს. არსებობს ჩვეულებრივი და ვაკუუმური.