სარეკლამო სააგენტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარეკლამო სააგენტო - (advertising agency), შუამავალი ორგანიზაცია, რომელიც თავის კლიენტებს უწევს მომსახურებას რეკლამის დაგეგმვის, ორგანიზაციისა და გამოყენებისათვის, აგრეთვე პრესით, რადიოთი და ტელევიზიით მისი გავრცელებისათვის. სარეკლამო სააგენტოები არსებობს მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების მფლობელთა და კლიენტთა ჰონორარების საკომისიო გასამრჯელოს ხარჯზე.