სართულიანობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სართულიანობა – მიწისზედა სართულების რაოდენობა, მათ შორის ტექნიკური სართული, მანსარდი, აგრეთვე ცოკოლის სართული, თუ მისი ჭერის ნიშნული მიწის საპროექტო ნიშნულზე 2 მ-ით და მეტით მაღლაა. სართულიანობა მიხედვით შენობები არსებობს: მცირე, საშუალო, მრავალსართულიანი და ცათამბჯენები, რომელთა სართულიანობა შეიძლება 100 მ და მეტი იყოს. დღეისათვის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი (162 სართული, სიმაღლე 829,8 მ შპილის ჩათვლით, 643 მ სახურავის მიხედვით) აშენებულია ქ. დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).