სარკოპტეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარკოპტეს

სარკოპტეს – (Sarcoptes; ბერძნ. sarx ხორცი + koptein გაგლეჯა), მქავანა ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Acariformesის რაზმს. ვითარდება კანის ეპიდერმული ფენის ქვეშ.

სარკოპტეს გვარის ტკიპების სხეული სფეროსებრი ფორმისაა. მისი სიგრძე 0,25-0,5 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. სხეულის წინა ნაწილში მძლავრი ხორთუმია, რომელიც აღჭურვილია მჭრელი ფირფიტებით. მათ ოთხი წყვილი კუდური აქვთ. პირველ ორ წყვილზე ზარისებრი მისაწოვრებია, მესამე და მეოთხე კიდურებზე – ჯაგრები. სარკოპტესები იწვევენ ცხოველების სარკოპტოზებს – ქავილიან მუნს (მღერს).

Sarcoptes equi (ლათ. equus ცხენი), S.suis (ლათ. sus ღორი), S.capre (ლათ. caper თხა), S.ovis (ლათ. ovos ცხვარი), S.bovis (ლათ. bos კურო) და S.cameli (ლათ. camelus აქლემი) პარაზიტობენ, შესაბამისად, კენტჩლიქიანების (ცხენი, სახედარი, ჯორი, ჯორცხენა), ღორის, თხის ცხვრის, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და აქლემის კანში.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები