სარკოცისტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარკოცისტები – (Sarcocystes; ბერძნ. sarx, sarcos ხორცი + cystis ბუშტი), უმარტივესები, რომლებიც მიეკუთვნებიან Coccidida-ს რაზმს. სარკოცისტების საბოლოო მასპინძლებია – ხორცისმჭამელი ცხოველები და ადამიანი. მათ ორგანიზმში სარკოცისტები გადიან განვითარების გამეტოგონიისა და სპოროგონიის ფაზებს და გარემოში გამოიყოფიან მომწიფებული, სპორულირებული ოოცისტების სახით. შუალედური მასპინძელი – შინაური ცხოველები, მღრღნელები, რომელთა სისხლძარღვებსა და კუნთოვან ქსოვილში უსქესო გამრავლება (შიზოგონიის ფაზა) მიმდინარეობს და მრავლობითი დაყოფის შედეგად ვითარდება სარკოცისტები, ზომით – 10-15 მმ.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები