სარწყავი სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარწყავი სისტემა – ჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსი წყლის წყაროდან წყლის ასაღებად, გასანაწილებლად მოსარწყავ ფართობზე და მელიორაციისთვის. რეგულარულად მოქმედი თვითდინებადი სარწყავი სისტემა შემადგენლობაში შედის: წყლის წყარო, მთავარი წყალმიმღები ნაგებობა, მაგისტრალური არხი, გამანაწილებელი არხების ქსელი, შიდასამეურნეო არხების ქსელი, წყლის საღვრელი (სადრენაჟე) ქსელი, ნაგებობები არხებზე (წყლის ასაღები, ვარდნილი, სწრაფსადენები, წყლის გადამგდები, აკვედუკი, დიუკერი და სხვ.). მექანიკურ სარწყავ სისტემებზე, გარდა ამისა, არის სატუმბი სადგურები, საწვიმარი დანადგარები, გამყვანი მილები და სხვ.