სასაზღვრო განაწესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სასაზღვრო განაწესი - ერთი ან რამდენიმე შეიარაღებული მესაზღვრე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დაცვის ბრძანებას ასრულებს.
მთელ რიგ ქვეყნებში სასაზღვრო განაწესის სამსახური წარმოადგენს საბრძოლო ამოცანის შესრულებას და შეადგენს სასაზღვრო საგუშაგოზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის საფუძველს.
სასაზღვრო განაწესის სახეობებია: მზირები, გუშაგები, სათვალთვალო, საკონტროლო საგუშაგოები, საფრები და სხვა.