სასაზღვრო რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სასაზღვრო რაიონი – გარკვეული ნიშნების მიხედვით გამოყოფილი ტერიტორია (აკვატორია), რომელიც ეკვრის სახელმწიფო საზღვარს და მოიცავს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთს, საჰაერო სივრცეს და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რაიონს (ქალაქი, სოფელი, დაბა).
სასაზღვრო რაიონი შეიძლება შედიოდეს სასაზღვრო ზონის შემადგენლობაში.