სასიგნალო შუქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სასიგნალო შუქი – სხვადასხვა სიკაშკაშის და ფერის შუქსიგნალები, რომლებიც გადაიცემა კავშირგაბმულობის და სიგნალიზაციის შუქური საშუალებებით მუდმივ ან დისკრეტულ რეჟიმში. იგი განკუთვნილია სხვადასხვა ინფორმაციის გადასაცემად ხომალდების, თვითმფრინავების და სხვა ობიექტების ცურვის და მანევრირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სასიგნალო შუქს აყენებენ საბრძოლო და სატრანსპორტო მანქანებზე (გაბარიტული, მუხრუჭსიგნალები), ასევე ყველა მაღლივ შენობაზე, სატელევიზიო და სატრანსლაციო კოშკებზე, ანძებსა და კოსმოსურ ხომალდებზე.