სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – მიწის სახეობა, რომელშიც შედის:
ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები;
გ) საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები;
დ) დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებართულია კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით;
ვ) სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები;
ზ) სხვა მიწა, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია: საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.