სასქესო ბურსა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასქესო ბურსა – (bursa genitalis; ლათ. bursa ჩანთა და genitalis სასქესო, მიეკუთვნება სასქესო ორგანოებს), კუტიკულური წარმონაქმნი Strongylata-ს ქვერაზმის ნემატოდების მამრი ინდივიდების კუდის ბოლოზე, რომელიც სამი ფარფლისაგან შედგება. კოპულაციის დროს ისინი ასრულებენ შეხებით და საფიქსაციო ფუნქციებს. სტრონგილატების ბურსა შეიცავს ნეკნებს (ბურსის ნეკნები). Dioctophymata-ს ქვერაზმის ნემატოდების მამრი ინდივიდების სასქესო ბურსა ზარისებრი ფორმისაა. მას კუნთოვანი შენება აქვს და ნეკნები არ გააჩნია.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები