სასწავლო გარემო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასწავლო გარემო - ეს არის იმ სკოლის გარემო, სადაც სწავლობს მოსწავლე. ეს არის სკოლაში და კლასში არსებული ყველა სასწავლო საშუალებისა და რესურსების ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის პროცესის სწორად წარმართვას წინასწარ დაგეგმილი მიზნების მისაღწევად. სასწავლო გარემო შედგება ფიზიკური და სოციალური ელემენტებისაგან. კერძოდ, ადამიანური რესურსები ზეგავლენას ახდენს მოსწავლის სასწავლო გარემოს ფორმირებაზე (მოსწავლე - მასწავლებლის, მასწავლებელი - მასწავლებლის, მოსწავლე - მოსწავლის, სკოლა-მშობლის ურთიერთობები), ასევე, მატერიალურ-ტექნიკური მახასიათებლები (სკოლის არქიტექტურა, დეკორაციები, მოწყობილობები და სხვა).

ეფექტიანი სასწავლო გარემოს ძირითადი მახასიათებლებია:

  • ფსიქოლოგიური უსაფრთხოება: მოსწავლეს შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა. მის პიროვნულ თავისებურებებს პატივს სცემენ. გარემო არის მზრუნველი, გულწრფელი და ნდობით აღსავსე;
  • ფიზიკური უსაფრთხოება: მოსწავლის ჯანმრთელობას არ ექმნება საფრთხე;
  • ინკლუზია: სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეები პატივს სცემენ ერთმანეთს და მშვიდობიანად თანაარსებობენ და სწავლობენ ერთ გარემოში;
  • ინტერაქტიული საკლასო გარემო: გარემო, სადაც მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის როლს, მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთთან თანამშრომლობით, მოსწავლეები სწავლობენ „აღმოჩენებით“. ეფექტიანი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა
  • მოტივაციის ამაღლებას.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები