სასწავლო ცენტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სასწავლო ცენტრი – სამხედრო ნაწილი სასწავლო ობიექტების კომპლექსით. მისი დანიშნულებაა ჯარების რამდენიმე სახეობის ქვედანაყოფების და ნაწილების პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამოცანების პრაქტიკული დამუშავების და საველე წვრთნის დონის ამაღლება.
სასწავლო ცენტრებს, დანიშნულებიდან გამომდინარე, აქვთ სასწავლო მინდვრები და ქალაქები, პოლიგონები, სასროლეთი, ტანკოდრომები და ავტოდრომები, აეროდრომები, სასწავლი-საკომანდო პუნქტები და სხვა ობიექტები. აქვთ ადმინისტრაციული შენობები სასწავლო ქვედანაყოფებისთვის, აგრეთვე პარკები, საწყობები, სახელოსნოები და სხვა.
სასწავლო ცენტრი კუთვნილების მიხედვით არის შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების გვარეობების, გაერთიანების, შენაერთების და ნაწილების.