სატამპონაჟო პორტლანდცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სატამპონაჟო პორტლანდცემენტი – ცემენტი, რომელიც მიიღება კლინკერის, თაბაშირისა და სპეციალური დანამატის დაფქვით. გამოიყენება ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების დაცემენტებისთვის. ძირითადი მახასიათებელია სიმტკიცე ღუნვაზე. გამოდის სხვადასხვა სახის – მარილმედეგი, დაბალჰიგროსკოპული და სხვ.