სატარიფო კოეფიციენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სატარიფო კოეფიციენტი – კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს მეორე თანრიგიდან დაწყებული სატარიფო განაკვეთი რამდენჯერ აღემატება პირველი თანრიგის სატარიფო განაკვეთს. კვალიფიკაციის ამაღლებით მუშაკთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, სატარიფო ბადეებში თანრიგის ზრდასთან ერთად ადგილი აქვს სატარიფო კოეფიციენტის როგორც აბსოლუტურ, ისე შეფარდებით ამაღლებას. თითოეული შემდგომი სატარიფო კოეფიციენტის წინასთან შედარებით შეფარდებითი ამაღლება გვიჩვენებს მოცემული თანრიგის მომუშავის ანაზღაურების დონე რამდენჯერ აღემატება წინა თანრიგის მომუშავის ანაზღაურების დონეს.