სატრანშეო ექსკავატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სატრანშეო ექსკავატორი − მანქანა, რომელიც გამოიყენება ვერტიკალურ კედლებიანი ტრანშეის გასათხრელად კავშირგაბმულობის კაბელების, აირ- და ნავთობსადენების, კანალიზაციის მილების და სხვ. ჩასაწყობად. სამუშაო ორგანოს სახის მიხედვით არის: ჯაჭვური ხვეტიებიანი, ჯაჭვური მრავალციცხვიანი, როტორული მრავალციცხვიანი და უციცხვო (ფრეზერული). სავალი ნაწილი შეიძლება იყოს მუხლუხა და სპეციალური პნევმოთვლიანი.