საფარველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საფარველი − ზებუნებრივი რამ საშუალება, რომელიც უხილავს ხდის ადამიანს, ცხოველს (ცხენს) ან საგანს (განძს, წყაროს). საფარველი ადამიანს ყოველთვის ჯვარის ნებით დაედება და მისივე ნებით აეხდება. საფარველი გამოხატავს კეთილგანწყობას ჯვარის მხრიდან: ჯვარს სურს დაიცვას თავისი ყმა გასაჭირში, რისთვისაც ის მიუწვდომელს ხდის მტრის თვალისთვის. ზღაპრული უჩინ-მაჩინის ქუდისგან იმით განსხვავდება, რომ თავად საფარველი უხილავია, უნივთოა. ეს არის ჯვარის სულიერი ძალა, მისი მადლი და წყალობა, რომელსაც თავის უნჯ ყმას მიმადლებს და უწყალობებს.