საფრანგეთ-იუგოსლავიის ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრანგეთ-იუგოსლავიის ხელშეკრულება – (მეგობრობის შესახებ), საფრანგეთსა და სერბების, ხორვატებისა და სლოვენიების სამეფოს (1929-დან იუგოსლავია) შორის ხელმოწერილ იქნა პარიზში 11.XI, 1927 5 წლის ვადით.

მხარეებმა აიღეს ვალდებულება, თავი შეეკავებინათ თავდასხმისგან, არ განეხორციელებინათ სამხედრო მოქმედება ერთმანეთის მიმართ და ყველა შესაძლო სადავო საკითხი მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საერთო კონსულტაციებს ევროპის ქვეყნების პოლიტიკური სტატუსის ცვლილების ან შეცვლის ცდის შემთხვევაში. მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, ერთმანეთისთვის ეცნობებინათ იმ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესახებ, რომელთაც მესამე სახელმწიფოსთან დადებდნენ, აგრეთვე „ერთობლივად გაერკვიათ“ ის საკითხები, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეექმნა ერთ-ერთი მათგანის უსაფრთხოებისათვის ან ადრე დადებული ხელშეკრულებებით დადგენილი სისტემა (წესრიგი) დაერღვია ერთ-ერთ მხარეზე არაპროვოცირებული თავდასხმის შემთხვევაში. ხელშეკრულების მონაწილეებმა გადაწყვიტეს მაშინვე მიეღოთ შეთანხმება ერთობლივი მოქმედებების შესახებ ერთა ლიგის სტატუტის ფარგლებში, რათა უზრუნველეყოთ თავისი „კანონიერი ეროვნული“ ინტერესები და დაეცვათ წესრიგი, რაც არსებული ხელშეკრულებებით იყო დადგენილი. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად ემოქმედათ „ევროპის ქვეყნების სტატუს-კვოს“ შეცლისა ან შეცვლის ცდის შემთხვევაში. მისდევდნენ რა, ამ შემთხვევაში, ერთა ლიგის გადაწყვეტილებებს, ხელშეკრულება მცირე ანტანტის გასამტკიცებლად და მასში საფრანგეთის გავლენის გასაძლიერებლად იყო გათვალისწინებული.

30-იან წლებში საფრანგეთ-იუგოსლავიის ხელშეკრულება საფრანგეთის მმართველი წრეების მიერ ჩაურევლობის პოლიტიკის გატარებასა და იუგოსლავიის მმართველი წრეების მიერ ორიენტაციის ჰიტლერული გერმანიისა და ფაშისტური იტალიის სასარგებლოდ შეცვლის შედეგად დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ხელშეკრულება ფორმალურად ძალაში დარჩა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. 


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები