საფრანგეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულება 1924

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრანგეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულება 1924 – (კავშირისა და მეგობრობის შესახებ), ხელმოწერილ იქნა 25.I. პარიზში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის რ. პუანკარესა და ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრის ე. ბენეშის მიერ.

ორივე მხარე ვალდებულებას იღებდა, შეეთანხმებინა ერთმანეთთან „საგარეო პოლიტიკის ის საკითხები, რომელთაც შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ მათი უსაფრთხოებისათვის“, ან ზიანი მიეყენებინათ ვერსალის, სენ-ჟერმენისა და ტრიანონის ხელშეკრულების, შექმნილი სისტემისთვის. გათვალისწინებული იყო, რომ ორივე მხარე შეთანხმდებოდა აუცილებელ ღონისძიებებზე საერთო ინტერესების დასაცავად იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში ეს პოსტულატი დაკონკრეტებული და გაფართოებული სახით იყო წარმოდგენილი, ხელშეკრულება ავალდებულებდა ორივე მხარეს, მიეღო საერთო ზომები ავსტრიის გერმანიასთან შეერთების შემთხვევაში, აგრეთვე თუკი შეიქმნებოდა ჰაბსბურგების უნგრეთსა და ჰოენცოლერნების გერმანიაში რესტავრაციის საფრთხე. გარდა ამისა, საფრანგეთი და ჩეხოსლოვაკია იღებდნენ ვალდებულებას, ეცნობებინათ ერთმანეთისათვის წინასწარ მათ მიერ დადებული პოლიტიკური შეთანხმებების შესახებ, რომლებიც ცენტრალურ ევროპას ეხებოდა, აგრეთვე შეეთანხმებინათ ერთმანეთთან ახალი ხელშეკრულებების დადება.

1924 საფრანგეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულებას დაემატა 1925 საფრანგეთ-ჩეხოსლოვაკიის პაქტი საერთო საზღვრებისა და გარანტიების შესახებ. რომელიც დაიდო ლოკარნოში I6.X. მხარეებს ერთმანეთისთვის დაუყოვნებლივ დახმარება უნდა გაეწიათ იმ შემთხვევაში, თუკი გერმანია სამხედრო ჩარევით დაარღვევდა მშვიდობის დაცვის მიზნით აღებულ ვალდებულებებს. მიუხედავად საზეიმო განცხადებებისა, 1938 საფრანგეთის მმართველმა წრეებმა ხელი მოაწერეს მიუნხენის შეთანხმებას ჩეხოსლოვაკიის დანაწილების შესახებ. დაარღვიეს სამოკავშირეო ვალდებულებები, რითაც 1924 ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები