საფრენი აპარატის საბორტე მოწყობილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრენი აპარატის საბორტე მოწყობილობა – საფრენი აპარატების ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელიც ეხმარება ეკიპაჟს ამოცანების შესრულებაში. საფრენი აპარატის საბორტე მოწყობილობაში შედის საბორტე კომპლექსი, დაფუძნებული საბორტე ელექტრონულ გამომრთველ მანქანაზე, რომელიც მოიცავს საპილოტაჟე და სამიზნე-სანავიგაციო სისტემებს, საბორტე დაცვის კომპლექსს და სხვა. ასევე საბორტე მოწყობილობას განეკუთვნება სიცოცხლის უზრუნველყოფის, შეიარაღების, მართვის, კავშირგაბმულობის, ენერგოკვების, ხანძარსაწინააღმდეგო, გაყინვის საწინააღმდეგო, რადიოწინააღმდეგობის, კონტროლის, პარამეტრების რეგისტრაციის, საჰაერო დაზვერვის და სხვა სისტემები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები