საფხვიერებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საფხვიერებელი – მისაბმელი ან დასაკიდებელი მოწყობილობა მუხლუხა ტრაქტორზე მძიმე ქანების, აგრეთვე ძველი ასფალტ-ბეტონის საგზაო საფრების მოსანგრევად წინასწარი გაფხვიერებისათვის საავტომობილო გზის რემონტის დროს. მისი სამუშაო ორგანო დამონტაჟებულია მზიდ ჩარჩოზე და აღჭურვილია ცვეთამედეგი ბუნიკით.