საქალაქო კანალიზაცია
საქალაქო კანალიზაცია – რთული საინჟინრო კომპლექსი საყოფაცხოვრებო ჩამდინარი წყლების შეგროვებისა და გადამუშავებისათვის. ის სათავეს იღებს ადმინისტრაციულ და საცხოვრებელ სახლებში. შენობიდან გამოსასვლელში დგება პირველი საკანალიზაციო ჭა, რომლის დანიშნულებაა მოხდეს ექსტრემალური ჩარევა სისტემაში ქსელის დანაგვიანების დროს. დანარჩენი ჭების დანიშნულებაც იგივეა, მაგრამ პირველი ჭა მათგან განსხვავებით, თავის თავზე იღებს მაქსიმალურ დატვირთვას. ჭები წარმოადგენს კვანძებს, რომლებიც განსაზღვრავენ საკანალიზაციო სისტემის სტრუქტურას. მასში ხდება სისტემის სხვადასხვა მილების თავმოყრა და სავენტილაციო მილის მიერთება. დიდ ქალაქებში, სადაც გამომყვანი საკანალიზაციო მილის მაქსიმალური დიამეტრი (ან მილების ჯამური დიამეტრი) ვერ ატარებს ჩამდინარი წყლების რეალურ რაოდენობას, მიმართავენ კოლექტორების მოწყობას, რომელიც ერთდროულად ასრულებს სავენტილაციო მილის ფუნქციასაც. საკანალიზაციო მილებს აქვთ ბუნებრივი დახრილობა გამწმენდი ნაგებობების მიმართულებით და მასში სიბინძურე მოძრაობს თვითდინებით. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ჩამდინარი წყლის მასას სწევენ მაღლა სპეციალური ფეკალური ტუმბოების მეშვეობით და შემდეგ თვითდინებით გაჰყავთ ქალაქიდან გამწმენდ ნაგებობამდე.