საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოსა და ბელგიის სამეფოს მთავრობებს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულება – ხელმოწერილია ოსლოში 1992 წლის 5 ივნისს. ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

მხარეებმა გადაწყვიტეს, დაამყარონ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, მოხდეს დიპლომატიურ წარმომადგენელთა გაცვლა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოს შორის დამყარებული დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაეფუძნება პრინციპებს, რომელთაც ითვალისწინებს ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 და ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ 1963. შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი ხელშეკრულებები, დადებული, ერთი მხრივ, ბელგიის სამეფოსა (ბელგია-ლუქსემბურგის ეკონომიკური კავშირის საფუძველზე) და, მეორე მხრივ, ყოფილი სსრკ-ის მიერ. ძალაში დარჩება ბელგიის სამეფოსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ახალი ხელშეკრულების დადებამდე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები