საქართველოსა და მოზამბიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოსა და მოზამბიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი – ხელმოწერილია ქ. თბილისში. 1996 წლის 8 სექტემბერს, ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

ოქმი 6 მუხლისაგან შედგება, მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, აგრეთვე სხვადასხვა დონეებზე – საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ირგვლივ, რომლებიც წარმოადგენენ ორმხრივ ინტერესს. მხარეები შექმნიან სასურველ პირობებს დიპლომატიური სამსახურების ურთიერთმოქმედებისათვის, განახორციელებენ უშუალო კონტაქტებს, გაიზიარებენ გამოცდილებას სტაჟიორთა ურთიერთგაცვლის გზით, ჩაატარებენ სემინარებს და გამონახავენ პირდაპირი კავშირების სხვადასხვა ფორმებს. ოქმი იმოქმედებს 5 წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 5 წელი, თუ არც ერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ოქმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები