საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი – დამაარსებელი და მხატვრული ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი(1968). იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა ანსამბლი შეუერთდა (ქორ. რ. ჭოხონელიძე, შემდეგ ფ. სულაბერიძე). დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 5000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში. ანსამბლი საფუძვლიანად დაეუფლა მრავალდიალექტიანი ქართული მუსიკალური ფოლკლორის სიმღერისა და ცეკვის სტილისა და ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, რითაც აკადემიური საგუნდო კოლექტივის თვისებები შეიძინა. ანსამბლის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მომღერლებმა: ჰ. გონაშვილმა, რ. მიქაბერიძემ, ტ. ონაშვილმა, ბ. გუგავამ, ი. მათიკაშვილმა, ნ. გელაშვილმა, ჯ. ყოლბაიამ, გ. მუჯირმა, ბ. თოიძემ, ს. ვადაჭკორიამ, ლ. თანდილაშვილმა, ლ. წივწივაძემ, ა. გოლიაძემ, გ. არაბაშვილმა და სხვ. აღსანიშავია ჰ. გონაშვილისა და რ. მიქაბერიძის დუეტი, მათ მიერ შესრულებული ქართლ-კახური სიმღერები სამაგალითოა. რუსთავის ვარსკვლავი გაიხსენა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან (2000).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები