საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ბასიანი
საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ – ჩამოყალიბდა 2000, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. ანსამბლი „ბასიანი“ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენელი ნაწილია. 2013 „ბასიანს“ მიენიჭა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი. ანსამბლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძრვანელია გიორგი დონაძე.
დღიდან დაარსებისა ანსამბლი „ბასიანი“ აქტიურად ჩაება ქართული ტრადიციული მრავალხმიანეობის ნიმუშების გაცოცხლების და პოპულარიზაციის საქმეში. მან აღადგინა და გააცოცხლა ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში. გამოსცა კომპაქტდისკები, გამართა ასეულობით კონცერტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.