საქართველო-საფრანგეთის შეთანხმებები და ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველო-საფრანგეთის შეთანხმებები და ხელშეკრულება

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

ხელმოწერილია პარიზში, 1993 წლის 5 ივლისს. ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შეთანხმება 5 მუხლისგან შედგება.

მხარეები ჩაატარებენ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე სხვა დონეზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხების, რეგიონული და საშინაო პრობლემების ირგვლივ. ხელს შეუწყობენ დიპლომატიურ სამსახურებს შორის თანამშრომლობისა და პირდაპირი კონტაქტების დამყარებას, ისინი სასურველ პირობებს შეუქმნიან სემინარებისა და ერთობლივი კვლევითი სამუშაოების ჩატარებას და მომსახურე პერსონალის გაცვლას დიპლომატიურ ურთიერთობებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით. შეთანხმება იმოქმედებს 5 წლის განმავლობაში, იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მორიგი ხუთი წლით, თუ არც ერთი მხარე არ შეატყობინებს მეორეს წერილობით თავისი სურვილის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე.

ხელშეკრულება ურთიერთგაგების, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ

ხელმოწერილია პარიზში, 1994 წლის 21 იანვარს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 7 მარტს. ხელშეკრულება მოიცავს 21 მუხლს.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ფრანგ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის შემდგომ გაღრმავებას. საქართველოს რესპუბლიკა და საფრანგეთის რესპუბლიკა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ თანამშრომლობას გარემოს დაცვის, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში, ასევე სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სამეცნიერო-კვლევით დარგებში. მხარეები ავითარებენ პირდაპირ კავშირებს ორი ქვეყნის ქალაქებსა და რეგიონებს შორის, პარლამენტებს, შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბებსა და სამართალდამცავ დაწესებულებებს შორის.

ხელშეკრულება დაიდო ათი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ხუთი წლის შემდეგ. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოახდინოს მისი დენონსაცია მეორე მხარისათვის დიპლომატიური არსებით დენონსაციის შესახებ წერილობითი შეტყობინების მეშვეობით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები