საღამო სვიმონ კეთროვანის სახლში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საღამო სვიმონ კეთროვანის სახლში - ეპიზოდი მათეს სახარებიდან.

„...როდესაც იესო იყო ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში, მივიდა მასთან დედაკაცი, რომელსაც ჰქონდა ალაბასტრი ძვირფასი ნელსაცხებლით, და თავზე დაასხა მას, ინახით მჯდომს, და როცა დაინახეს მოწაფეებმა, გაკიცხეს და თქვეს: რისთვის იყო ეს ხარჯი? რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა ძვირად და მიცემა გლახაკებისთვის. ხოლო იესომ გულისხმაყო და უთხრა მათ: რატომ აწუხებთ ამ დედაკაცს? მან კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის, რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან, ხოლო მე არა ვარ ყოველთვის თქვენთან, რადგან ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა მან ჩემს სხეულს, ჩემს დასამარხად გააკეთა. ამინ გეუბნებით თქვენ: სადაც იქადაგება ეს სახარება მთელ ქვეყანაზე, ითქმება, რაც გააკეთა მან თავის მოსახსენებლად. მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა იუდა ისკარიოტელი, მღვდელმთავრებთან და უთხრა: რას ინებებთ, რომ მომცეთ, თუ მე გადმოგცემთ მას თქვენ? ხოლო მათ მიუთვალეს მას ოცდაათი ვერცხლი. და ამიერიდან ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გადაეცა იგი მათთვის“ (მათე, 26:6-16).


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები