საღვთო გაზაფხული (ბალეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალეტის კოსტიუმი ნ. რერიხის ესკიზის მიხედვით

საღვთო გაზაფხული – (ფრანგ. Le Sacre du printemps), იგორ სტრავინსკის ბალეტი. სპექტაკლის პრემიერა შედგა 1913 წლის 29 მაისს პარიზში. ლიბრეტოს ავტორია ნ. რერიხი, ქორეაოგრაფია - ვაცლავ ნიჟინსკს.

საღვთო გაზაფხულის პარტიტურამ, უპრეცედენტო ნოვატორობით, უდიდესი გავლენა მოახდინა XX საუკუნის მუსიკალურ ხელოვნებაზე. საღმთო ბაზაფხული ა. შონბერგის მთვარის პიეროს მსგავსად, მსოფლიოში მიმდინარე ისტორიული პროცესებით, კერძოდ, პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდით გამოწვეულ ემოციურ ატმოსფეროს ასახაეს, მაგრამ გრანდიოზული ცვლილებების მოლოდინი სტრავინსკის მიერ (ისევე როგორც პრიმიტიევისტების, ფუტურისტების და სხვათა მიერ) აღიქმება არა როგორც კატასტროფა, არამედ როგორც განახლების გრანდიოზული იმპულსი. ამ ნაწარმოებში აქცენტირებული პირველქმნილი თვითმყოფადობა, წარმართული რუსეთის სურათების მუსიკალური ენის, აზროვნების სრულ განახლებას იწეევს. მკაფიო კონტურები, გაშიშვლებული კოლორიტი, კონტრასტული დაპირისპირება, უჩვეულო, აქტიური რიტმები – ასეთია ამ ანტირომანტიკული და ანტიიმპრესიონისტული ნაწარმოების ზოგიერთი თავისებურება.

საღვთო ბაზაფხულის მოქმედი პირები წარმართული რუსეთის ადამიანებია, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ბუნების სტიქიურ და ადამიანის არსის პრიმიტიულ ძალებთან. კომპოზიტორმა საოცარი სიმძლავრით ასახა სტიქიურ ძალთა აფეთქება, საგაზაფხულო განახლების პროცესი.

ბალეტის მუსიკალური დრამატურგია ორი საწყისის დაპირისპირებაზეა აგებული: ერთი მათგანი განახლებას, ახალგაზრდებს უკავშირდება და მათ აქტიურ, მოძრავ სამყაროს განასახიერებს; მეორე კი – უხუცესთა მძლავრ, დინჯ, სტატიკურ სახეს უკავშირდება.

საღვთო გაზაფხული ფაგოტის ცნობილი სოლოთი იწყება, რომელსაც ინგლისური ქარახსას თემა პასუხობს, ასევე ლაკონიური, ანჰემიტონური, არქაული. სწორედ ეს ორი თემატური წარმონაქმნი განსაზღვრავს მთელი ბალეტის და, ამასთანავე, სტრავინსკის მოწიფული სტილის თავისებურებას. ეს თემები შემდგომ ცალკეულ მოტივებად, თემატურ საქცევებადაა დანაწევრებული, რომლებიც მიგრირებენ სცენიდან სცენაში და აქტიურ გარდაქმნას განიცდიან. ამ თემატური ბირთვების ინტონაციური საფუძველი, უმეტესწილად, ჩრდილოეთ რუსეთის ფოლკლორია, თუმცა მათი იდენტიფიცირება, კონკრეტული წყაროს მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან სტრავინსკი მხოლოდ ფოლკლორის ზოგად კანონზომიერებებზე ამახვილებს ყურადღებას და არა კონკრეტულ ფოლკლორულ წყაროზე.

საღვთო გაზაფხულის ნოვატორობა ყველაზე მკაფიოდ რიტმის სფეროში გამოვლინდა. კომპოზიტორმა ამ თხზულებაში პირველად გამოიყენა მოტივების რიტმული ვარირების ახალი პრინციპი: ყოველი ინტონაციური საქცევი მუდმივ ჰორიზონტალურ მოძრაობაშია და მისი „ცალკეული ბგერები, მიკროინტონაციები მუდმივ განახლებას განიცდიან (აქცენტების გადანაცვლება, მეტრის ცელა და ა. შ.). ამგვარი ინტენსიური „შინაგანი სიცოცხლე“ ხელს უწყობს მრავალგვარი ოსტინატოების წარმოქმნას, რომლებიც ხშირად პარტიტურის სხვადასხვა „სართულზეა“ განლაგებული.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები