საყავრეს ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყავრეს ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს ჩრდილო-დასავლეთით. საყავრეს ღვთისმშობლის ეკლესია სამშენებლო მხედრული წარწერის მიხედვით აუგია ვინმე ვახტანგ ჯავახიშვილს 1460 წელს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,4X7,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო სამკუთხა ნიშია. სამხრეთის და დასავლეთის კედლებშიც თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, ჩასმულია ყვითელი ქვიშაქვა, რომელზეც ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა.

ფასადები დასრულებულია საფეხურებად ნაწყობი აგურის ლავგარდნით. შენობის სამხრეთით და დასავლეთით თითო მინაშენია. დასავლეთის მინაშენი სწორკუთხაა (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი), სამხრეთისა (კარიბჭე) სცილდება ეკლესიის სამხრეთ კედელს და დასავლეთის მინაშენის თაღოვანი შესასვლელის პირდაპირაა. ინტერიერში სამხრეთ კედელზე ორი პილასტრია. გადახურვა ჩანგრეულია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები