საყვითლო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საყვითლო – (Sideritis montana L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსული. ღერო 10-50 სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომი ან წამოწეული, მარტივი ან შუა ნაწილში დატოტვილი, ფოთლები ელიფსურია, ბლაგვი, წვეტიანი ან წაწვეტებული, მოკლეყუნწიანი; ფოთლები მეტწილად კიდემთლიანია, ორივე მხრიდან – მქრქალი მწვანე, შებუსული. ყვავილები განლაგებულია ჩხროებში, შეკრებილი გრძელ, დანაწევრებულ, ცრუ თავთავებად. გვირგვინი ღია ყვითელია, ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე მდელოებზე, მშრალ ფერდობებზე, ველებზე, ნათესების სარეველაა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლის მიდამოებში. საქართველოში სპორადულად თითქმის ყველგან გვხვდება.