საყლაპავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საყლაპავი

საყლაპავი — საყლაპავი მილი წარმოდგენილია კუნთოვან – მემბრანული მილით, რომელიც იწყება ხახიდან და მთავრდება კუჭის კარდიასთან. მისი ფუნქციაა საკვების გატარება ხახიდან კუჭში. მისი სიგრძეა 22-25 სმ. დიამეტრი – 25 მმ. ასევე, აქვს შევიწროებები.

მდებარეობს ხერხემლის წინ და გაჭიმულია:

– კისრის ქვედა ნაწილზე;
– გულმკერდის ნაწილზე;
– დიაფრაგმის ნაწილზე;
– ზედა აბდომინალურ ნაწილზე;

კისრის ზედა ნაწილში ის ტრაქეას და ხერხემალს შორის არის მოთავსებული. ცოტათი მარცხნივაა გადახრილი. შემდეგ, ის მარცხენა ბრონქის სიახლოვეს გადის და გულის უკანა ნაწილს ესაზღვრება. ჩადის დიაფრაგმის ხვრელში, აორტის წინა მდებარეობას იჭერს, სანამ კუჭის სანათურს შეუერთდება.

საყლაპავის ზედა ნაწილი, რომელიც ბეჭდისებრი ხრტილის დონეზე მდებარეობს, ცნობილია როგორც საყლაპავის პირი, სადაც ბეჭდისებრ-ხახის სფინქტერია მოთავსებული.

ქვედა ნაწილი, კუჭის კარდიასთან უერთდება კუჭს. მოსვენებულ მდგომარეობაში საყლაპავის კედლები მოდუნებულია და ერთი-მეორეს ეხება. კუნთოვანი აგებულება ორშრიანია და წარმოდგენილია შიდა შრით – ცირკულარული კუნთოვანი ქსოვილით და გარეთა შრით – განივი კუნთოვანი ქსოვილით.

საყლაპავის ფიზიოლოგია

საყლაპავის სფინქტერი იცავს საყლაპავის მილს ჰაერის შესვლისაგან, რომელიც შესუნთქვით გამოწვეულ უარყოფით წნევას შეიძლება მოჰყვეს. მისი გახსნა რეფლექსურად ხდება ყლაპვის მოძრაობაზე კერძოდ, ლუკმის სფინქტერთან მიახლოებისას.

შემდეგ, საჭმლის ლუკმა მიემართება კუჭისკენ, სადაც კიდევ ერთი სფინქტერი მას ატარებს კუჭის კარდიალურ ნაწილში. ამ სფინქტერის უკმარისობა იწვევს რეფლუქსთან დაკავშირებულ პრობლემებს.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები