საყრდენი კედელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საყრდენი კედელი – საინჟინრო ნაგებობა, რომელიც მის უკან მდებარე გრუნტს იკავებს. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების (სანაპიროების, მისადგომების, დამბის კამერების, ვარდნილებისა და ა.შ.), გზების, ესტაკადების, სერპანტინებისა და მთაგორიან ადგილებში სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის. მასალად გამოიყენება ბუნებრივი ქვა, მძიმე ბეტონი, რკინაბეტონი, ნაკლებად – ლითონი და ხის მასალა.