საყრდენი პუნქტი (ასეულის, ოცეულის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყრდენი პუნქტი (ასეულის, ოცეულის) – ადგილმდებარეობის მონაკვეთი, თავდაცვის რაიონის (თავდაცვითი პოზიციის) ნაწილი, რომელიც მოწყობილია საინჟინრო თვალსაზრისით, მომარჯვებულია წრიული თავდაცვისათვის და იცავს ასეული (ოცეული).

ასეულის საყრდენ პუნქტს იცავს ქვეითი (სატანკო) ასეული. იგი შედგება ოცეულების საყრდენი პუნქტებისგან, საშტატო და მიკუთვნებული ქვედანაყოფების საცეცხლე საშუალებების პოზიციებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცეცხლის, ღობურების და სანგარ-სავალების (დარანების) ერთიანი სისტემით.

საყრდენ პუნქტს შეიძლება ეკავოს ფრონტზე 1500 მ-მდე და სიღრმეში 1000 მ-მდე. ასეულების საყრდენ პუნქტს შორის შუალედები შეიძლება იყოს 1000 მ-მდე, ხოლო ოცეულების შორის – 300 მ-მდე. ოცეულის საყრდენ პუნქტს იცავს ქვეითი (სატანკო) ოცეული და უკავია ფრონტზე 400მმდე და სიღრმეში 300 მ-მდე, შედგება ათეულების ძირითადი და სათადარიგო პოზიციებისგან, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანების (ჯავშანტრანსპორტიორების, ტანკების) საცეცხლე პოზიციებისა და მიკუთვნებული საცეცხლე საშუალებებისაგან. ოცეულების საყრდენ პუნქტს შორის შუალედები შეიძლება იყოს 300 მ-მდე, ხოლო ათეულების პოზიციებს შორის – 50 მმდე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები