საყრდენი რგოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საყრდენი რგოლი
საყრდენი რგოლი

საყრდენი რგოლი


1. (არქიტექტურა) – ცილინდრული ან პრიზმული ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც გუმბათის საყრდენის მოვალეობას ასრულებს. შეიძლება იყოს ზედა და ქვედა. ქვედა საყრდენი რგოლი ყოველთვის მუშაობს გაჭიმვაზე და თავის თავზე ღებულობს გუმბათში წარმოშობილ განმბჯენ ძალას, ხოლო ზედა – შეკუმშულია. საყრდენი რგოლის შეერთება გუმბათთან არის სახსროვანი, ნახევრადსახსროვანი ან ხისტი, შესაბამისად, გარსში (გუმბათში) ძაბვების გამოსათვლელად გამოიყენება უმომენტო, ნახევრადმომენტური ან მომენტური თეორიები. რგოლის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება რკინაბეტონი, ლითონი, ხე და სხვა საშენი მასალა;


2. (საკანალიზაციო)საკანალიზაციო ჭის (ან საკაბელო ჭის) ამოსაშენებელი ან სახურავის დამჭერი რგოლური კონსტრუქციული ელემენტი, რომლის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ბეტონი, იშვიათად – პლასტმასი, ქვიშაპოლიმერი ან ლითონი.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები