საყულია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყულია — სოფელი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 45 მეტრი, წყალტუბოდან 40 კილომეტრი.

როგორც დასახლებული პუნქტი, საყულია ახალი შექმნილი ჩანს. შესაძლებელია იგი XIX. ს-ის I ნახევარში იყოს დაფუძნებული, რამდენადაც საყულია მოხსენიებული არ არის არც ვახუშტის, არც იოანე ბაგრატიონის „აღწერებში“. რაც მთავარია, საყულია არ იხსენიება არც გვიანდელი ხანის (XVII-XVIII სს) დასავლურ-ქართულ ეკონომიკურ საბუთებსა თუ სოციალურ დოკუმენტებში. და ეს მაშინ, როცა ამ წყაროებში დასავლეთ საქართველოს არაერთი მცირე, ნაკლებმნიშვნელოვანი ობიექტიც კი არის მოხსენიებული.

სახელწოდება

ჩვენი საუკუნის დასაწყისში საყულიას უკვე მიუქცევია მკვლევართა ყურადღება. კ. ჰანი ამ მხრივ პირველია. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, იგი ამ საინტერესო ტოპონიმის შინაარსს სწორად ვერ ჩასწვდა. მისი აზრით საყულია თურმე ღვინის სასმისს – კულას – უკავშირდება.

საყულიას ეტიმოლოგიური კვლევა ჩვენს დროშიც გრძელდება. ზ. ჭუმბურიძე მას სრულიად მართებულად ყულ- სიტყვისაგან მომდინარე ტოპონიმად მიიჩნევს (სა-ყულ-ია), ოღონდ სწორი არ ჩანს ძირეული სიტყვის განმარტება: ყული მონას, ყმას, ტყვეს ნიშნავს და ამიტომ საყულ-ია იმ დროის გადმონაშთად უნდა მივიჩნიოთ, როცა საქართველოში ტყვეებით ვაჭრობა იყო გაჩაღებულიო. ამგვარივე წარმოშობისად თვლის იგი ტოპონიმ ყულევ-საც. წინასწარ გვინდა შევნიშნოთ, რომ არაბული წარმოშობის ყულ- სიტყვა ქართულში მხოლოდ ზემოაღნიშნული მნიშვნელობით არ გვხვდება. ეს სიტყვა ქართულ ენაში ძირითადად რელიგიურ-საკულტო მნიშვნელობითაა თურქულის გზით შემოსული. ყულიშკარი, მაგალითად, ეკლესიის კარს ნიშნავს და არა მონის კარს; ლეჩხუმის სოფელ ხუკუშერში ყანის სახელად დასტურდება „საყულიე გორა“, რაც ეკლესიის გორად არის მოსახლეობაში გააზრებული. ასე რომ საყულია შეიძლება განიმარტოს როგორც „სალოცავი ადგილი“, „საჯვარია“, „ადგილი, სადაც ყულე (ციხე, კოშკი…) მდგარა.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები