საშტაბო სწავლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საშტაბო სწავლება − გაერთიანებების (შენაერთების) შტაბების სწავლების ფორმა, რომელიც გამოიკვეთება შექმნილი ვითარების ფონზე. სწავლების მონაწილეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. საშტაბო სწავლების ძირითადი მიზანია შტაბების მუშაობის შერწყმა და პრაქტიკული ჩვევების სრულყოფა ჯარების (ძალების) მართვაში. ძირითადად ტარდება სამეთაურო-საშტაბო სწავლების ან სამეთაურო-საშტაბო სამხედრო თამაშის მოსამზადებლად.