საცეცხლე სიმძლავრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საცეცხლე სიმძლავრე – არაოფიციალური ტერმინი, იგულისხმება იარაღის ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების), საბრძოლო ტექნიკის ცალკეული სახეობის (ტანკები, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანები და ა.შ.) ფორმირების შესაძლებლობა. იარაღის ნიმუშის (სისტემის, კომპლექსის) საცეცხლე სიმძლავრეს განსაზღვრავს მისი სროლის (გაშვების) მანძილი, საბრძოლო სწრაფსროლა, საბრძოლო მასალების ძლიერება. ნაწილების, ხომალდების, შენაერთებისა და გაერთიანებების საცეცხლე სიმძლავრის მაჩვენებლები შეიძლება იყოს მოწინააღმდეგისათვის მიყენებული ზარალი ან მათი საცეცხლე შესაძლებლობები. საცეცხლე სიმძლავრე ვლინდება ყველა საცეცხლე საშუალების მიერ განკუთვნილი რაოდენობის საბრძოლო მასალის (ერთი საბრძოლო კომპლექტის) დახარჯვის დროს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები