საცეცხლე ტალღა (ღობურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საცეცხლე ტალღა – ცეცხლის ღობურა, რომელიც მზადდება მოწინააღმდეგის შეტევის მიმართულებაზე ხელთ არსებული საწვავი მასალებისგან (მორები, თივა და სხვა). მახასიათებლები: სიმაღლე 1-1,5 მ, სიგანე 2-3 მ, სიგრძე დამოკიდებულია მასალების რაოდენობაზე (100-600 მ და მეტი).