საძირკვავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საძირკვავი – მანქანა, რომლის დანიშნულებაა ხეებისა და ფესვების ამოძირკვა, ქვების მოშორება მელიორაციული და საგზაო, აგრეთვე ახალი მიწების ათვისების სამუშაოების დროს. საძირკვავის საკიდი მოწყობილობა მიმაგრებულია მძლავრ ტრაქტორზე, რომელიც აღჭურვილია ჰიდრავლიკური სისტემით. იმავე მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მანქანაც.