საძირკვლის ფუძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საძირკვლის ფუძე – გრუნტის მასივი განლაგებული საძირკვლის ქვეშ, რომელიც მასზე მდგარი შენობისაგან იღებს დატვირთვას. ის ორგვარია: ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივი ეწოდება ისეთ ფუძეს (გრუნტს), რომელიც მოთავსებულია საძირკვლის ქვეშ და უძლებს მასზე აგებული შენობისგან გადმოცემულ დატვირთვებს, ხოლო ხელოვნური – ხელოვნურად დატკეპნილ ან გამკვრივებულს, რომელსაც ბუნებრივ მდგომარეობაში არ აქვს საკმარისი მზიდუნარიანობა მოცემული ჩაღრმავების პირობებში. საძირკვლის ფუძეზე გადაცემული დატვირთვა გრუნტში იწვევს დაძაბულ მდგომარეობასა და დეფორმაციას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები