საწარმოო შენობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საწარმოო შენობა − შენობა წარმოების განსათავსებლად. არსებობს 4 ჯგუფი:
1) ძირითადი – შენობები, სადაც განთავსებულია ფაბრიკის (ქარხნის) საამქროები;
2) ენერგეტიკული – თბოელექტროსადგურის ენერგობლოკები, ელექრტო- და სატრანსფორმატორო ქვესადგურები, საქვაბეები და ა.შ;
3) სატრანსპორტო-სასაწყობე მეურნეობა – გარაჟი (დეპო), სამრეწველო დანიშნულების ტრანსპორტის სადგომი, პროდუქციის ან ნედლეულის საწყობი, სახანძრო დეპო;
4. დამხმარე – ადმინისტრაციული (საოფისე) სათავსი, საყოფაცხოვრებო, სამედიცინო პუნქტი, სასადილო და ა.შ.