საწარმოო ჰერმეტული შენობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საწარმოო ჰერმეტული შენობა − სამრეწველო შენობა, რომელშიც სამრეწველო სათავსის ყველა ან მნიშვნელოვანი ნაწილი იზოლირებულია გარე გარემოდან (ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის, მზის სხივების, ხმაურისა და ა.შ. ზეგავლენისაგან). საწარმოო ჰერმეტული შენობას აგებენ იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოების ტექნოლოგიის მოთხოვნებიდან გამომდინარე სათავსებში მკაცრად უნდა იცვლებოდეს სტაბილური რეჟიმი (ტემპერატურულ-ტენიანი, განათებისა და ა.შ.). საწარმოო ჰერმეტული შენობას აშენებენ, როგორც წესი, რადიოელექტრული მრეწველობის, ზუსტი ხელსაწყოთმშენებლობის, პრეციზიული ჩარხმშენებლობისა და სხვ. საწარმოებისათვის.