საწერტელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საწერტელი

საწერტელი – ხელის საზეინკლო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ნაკეთობის წერტვისთვის. ის ინსტრუმენტალური ფოლადისგან დამზადებული მრგვალი განივკვეთის ღეროა, რომლის ერთი ბოლო (სამუშაო ნაწილი) წვეტით დაბოლოებული კონუსია. კონუსის კუთხე წვეტთან – 100-120°. წერტვა ხდება საწერტელი წვერის საწინააღმდეგო ბოლოზე ჩაქუჩის დარტყმით. საწერტელის გაკეთებული ღრმულები გამორიცხავს ზედაპირზე ბურღის გაცურებას და უზრუნველყოფს გაბურღული ნახვრეტების ზუსტ განლაგებას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები