საწირე
საწირე – სოფელი დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, ბზიაური, დაბაძველი, ზედუბანი, სამტრედია, ძიროვანი). მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მეტრი, ტყიბულიდან 6 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 626 ადამიანი.
სახელწოდება
ტოპონიმი საწირე სა-ე აფიქსით არის წარმოქმნილი; ძირია წირ- სიტყვა, რომელიც, ჩვენი ფიქრით, მიწის წიაღიდან გამომდინარე ერთგვარ თხევად შავ მასას აღნიშნავს. ამ მინერალს ძირითადად მეთუნეობაში იყენებენ; მას მეორენაირად წერნაქი|სწარნაქი ჰქვია. ეს არის ერთგვარი საღებავი მიწა, რომელსაც თიხის ჭურჭელს გამოწვის დროს ზოლზოლად ან რაიმე დეკორატიული მოტივის მიხედვით წაუსვამენ წირი თიხის ნაწარმს გამოწვის შემდეგ წითლად აჩნდება.
რაც შეეხებ ხალხურ გადმოცემას, სახელწოდება საწირე წარმომდგარი ყოფილა კითხვითი წინადადების მიხედვით: „სად წირე?“
„ერთი მგზავრი მიდენილა. შეხვდერია მღვდელი. კაათ არის ნასვამი, უკითხავს: „სა წირე, მამაო?“ – „საანა ვწირე და საცა წირემენო, – უთქვამს ღვდელს და უჩვენებია სოფელზე, ამ ამბის მერე ჩვენი სოფლისათვის დოუთქმევიათ საწირე“