საჭმელი ხარისფაშვა
საჭმელი ხარისფაშვა (ლათ. Morchella esculenta Fr. რუს. Сморчок настоящий)
ქუდი – 3-10 სმ სიმაღლისა და 2-4 სმ სიგანისაა; კვერცხისებრია ან ელიფსისებრი, სიგრძივ და განივ ნაოჭიანია, რის გამოც ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგმიწისფერ-მურა ან მურა;
ფეხი – 3-7 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებულია, ფუყე; მოთეთროა ან მოყვითალო.
სპორები – ელიფსური ფორმის ზომით, 18-24X10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგება ცილინდრულ ჩანთებისაგან ზომით 300-350X15-17 მკმ. თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგსა და ღია ადგილებზე ფოთლოვან ტყესა და პარკებში ზაფხულობით. პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე საჭიროა წვრილად და ჭრა და 5-10 წთ მდუღარე წყალში გათუთქვა, წყალი უნდა გადაიღვაროს.