სახამებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახამებელი – მცენარის ძირითადი სამარაგო ნახშირწყალი, რომელიც წარმოიქმნება უჯრედის ორგანოიდებში და გროვდება თესლში, ძირხვენებსა და ტუბერებში, აგრეთვე ფოთლებსა და ღეროებში. სახამებელი ორი პოლი-საქარიდის – ამილოზის (10-30%) და ამილოპექტინის (70-90%) ნაზავია; მათი საერთო ფორმულაა (C6H10O5)n. ობის სოკოების ფერმენტი გლუკოამილაზა სახამებელს შლის გლუკოზამდე. სახამებელი და მის წარმოებულებს იყენებენ ქაღალდის, ქსოვილების, წებოს, სამსხმელო წარმოებაში და სხვ. როგორც სამკურნალო საშუალება, სახამებელი შედის სხვადასხვა ფხვნილში, მალამოსა და პასტაში. სახამებლის 1%-იან ხსნარს იყენებენ როგორც ინდიკატორს, იოდის აღმოსაჩენად. მშენებლობაში სახამებელი გამოიყენება შპალერის გასაკრავად, საღებავის შესასქელებლად და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები